ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს კინოთეატრებში ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაიწყო. ფილმის ჩვენების პარალელურად, კინოთეატრების მიმდებარე ტერიტორიებთან ვითარება დაძაბულია. რადიკალები ცდილობენ შენობაში შეღწევას და ფილმის ჩვენების ჩაშლას.
ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამართულ აქციაზე რამდენჯერმე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის მიმართულებით ასაფეთქებელი მოწყობილობები ისროლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო, 2 ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. კერძოდ, პოლიტიკოსს დავით ბერძენიშვილს, რომელიც ადგილზე იყო მისული, უცნობი პირი თავს დაესხა.